გელა ნიკოლაიშვილი: დღეს საკრალურ და ტაბუდადებულ თემად იქცა ის, რომ არ შეიძლება კითხვის ნიშნები დასვა ევროკავშირთან, მათ ბიუროკრატიასთან, მათი მოქმედების სისწორესთან დაკავშირებით

გელა ნიკოლაიშვილი: დღეს საკრალურ და ტაბუდადებულ თემად იქცა ის, რომ არ შეიძლება კითხვის ნიშნები დასვა ევროკავშირთან, მათ ბიუროკრატიასთან, მათი მოქმედების სისწორესთან დაკავშირებით

დღეს საკრალურ და ტაბუდადებულ თემად იქცა ის, რომ არ შეიძლება კითხვის ნიშნები დასვა ევროკავშირთან, მათ ბიუროკრატიასთან, მათი მოქმედების სისწორესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა გელა ნიკოლაიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დემოკრატია და ევროპული სტანდარტები ფსევდო ევროპულ-დემოკრატიულ სტანდარტებს აქვს ჩანაცვლებული.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი საქართველოს პოლიტიკურ მძევლად აყვანა მუდმივად ხდებოდა, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან და იგივე ხდებოდა სააკაშვილის დროსაც. დღეს პოლიტიკური მძევლობა არის ის, რომ საკრალურ და ტაბუდადებულ თემად იქცა ის, რომ არ შეიძლება კითხვის ნიშნები დასვა ევროკავშირთან, მათ ბიუროკრატიასთან, მათი მოქმედების სისწორესთან დაკავშირებით. ეს არის არაევროპული, არადემოკრატიული მიდგომა. ჩვენ გვინდა ისევ დავუბრუნდეთ იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელიც ჩაანაცვლა ფსევდო დემოკრატიულმა და ფსევდო ევროპულმა სტანდარტებმა, როდესაც ყოველგვარი საწინააღმდეგო აზრი ითვლება ქვეყნის მტრობად, რუსეთუმეობად და კეთროვანებად“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში 7-8 წლის წინ ჩაიწერა საქართველოს ევროინტეგრაცია, მსოფლიოში სხვა ვითარება იყო და „ნატო“ , ევროკავშირი ქოლგად, ფარად და რკინის გუმბათად აღიქმებოდა და შესაძლოა, დღეს ვითარება შეცვლილია.

მერაბ.g სადაც შეკითხვა და მსჯელობა არაა იქ ჭაობდება ყველაფერი!
4 თვის უკან