ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე გერმანიის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, 1992 წლიდან დღემდე გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილია 1.5 მილიარდი ევრო, რაც უმეტესად სესხის სახით და კაპიტალის ბაზრისთვის გამოყოფილ სახსრებში გამოიხატა.
ეკონომისტის თქმით, 1992 წლის მერე გავიდა 32 წელიწადი, შესაბამისად, მილიარდ 500 მილიონი რომ გავყოთ 32 წელზე საშუალო წლიურად გამოდის 46 მილიონი, რაც ერთი საშუალოზე მცირე ევროპული ბიზნეს პროექტის დაფინანსების თანხა არ გამოვა.
მისივე თქმით, თუ კონტრიბუციაზე მიდგა საუბარი, კონტრიბუციაც ორმხრივია.
“ესე იგი რა გამოდის, თუ ავთვლით წლების მიხედვით 1992 წლის მერე გავიდა 32 წელიწადი, შესაბამისად, მილიარდ 500 მილიონი რომ გავყოთ 32 წელზე საშუალო წლიურად რამდენი გამოდის? 46 მილიონი ხო? ხოდა წელიწადში გვსესხულობდნენ 46 მილიონ ევროს და ამას გვაყვედრიან? ერთი საშუალოზე მცირე ევროპული ბიზნეს პროექტის დაფინანსების თანხა არ გამოვა.
ისე თუ კონტრიბუციაზე მიდგა საუბარი, კონტრიბუციაც ორმხრივია, გასული საუკუნის 90-იანი წლებში სამხედრო პუტჩის ერთ-ერთი გარე აქტიური მხარდამჭერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გენშერიც იყო და არა მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, თუ რა ზიანი მიადგა ქართულ სახელმწიფოს, რამაც მთლიანად ჩამოშალა ეკონომიკა და ქვეყანა ლტოლვილებად აქცია, ისე ეგეც ხომ არ დაგვეთვალა ციფრებში... ისტორია ულმობელი რამ არის და არც არავის არაფერი დავიწყნია....”- წერს გიორგი ცუცქირიძე.
კონსტიტუცია და შესაბანისი კანონები ამერიკის ჭკუაზე რომ აქვთ აწყობილი დღემდე ამერიკული საოკუპაციო ბაზები რომ მართავენ გერმანიას, იმაზე ივიშვიშონ!