ირაკლი კირცხალია: ჩვენი ოპოზიცია ქართველ ხალხს არ წარმოადგენს, მათი მიდგომები სრულიად ვასალურია

ირაკლი კირცხალია: ჩვენი ოპოზიცია ქართველ ხალხს არ წარმოადგენს, მათი მიდგომები სრულიად ვასალურია

ჩვენი ოპოზიცია ქართველ ხალხს არ წარმოადგენს, ჩვენი ოპოზიცია იმართება და მათი მიდგომები სრულიად ვასალურია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს საზოგადოება კარგად ხედავს.

„რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებზეა საუბარი, ამათმა არასამთავრობო ორგანიზაციების არსი დაარღვიეს. არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იყენებდნენ ამ არასამთავრობო ნიღაბს თავიანთი პარტიების დასაფინანსებლად. აღარც მალავენ ამ ყველაფერს და კოლექტიურად არიან ჩართული ქვეყნის დესტრუქციისთვის. ფუჭია მათი ყოველგვარი მცდელობა, რადგან ის სცენარი, რაც მათ ჩაფიქრებული აქვთ, არ გამოვა. საქართველო მშვიდობით და სტაბილურობით განვითარდება“, - აღნიშნავს კირცხალია.

საქართველოს ევროინტეგრაციასა და ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე, დახურულ კარს მიღმა, კონფერენციაზე იმსჯელეს, რომელშიც მესამე სექტორი, გერმანიის ელჩი და გერმანელი დეპუტატები მონაწილეობდნენ.

მერაბ.g რაც არ უნდა აჯანჯღარონ ქვეყანა შინაურმა, თუ გარეულმა, ოცნების ხიდან ჩამოვარდნილი არცერთი ნაყოფი არ ჩავარდება სააკაშვილ-ბოკუჩავა-მელია-გვარამია-ჩახდილ-ხოშტარია-ხაზარაძის კალათებში - ყველა უკლებლივ გახარიას კალათაში ჩავარდება! ვინც დაფიქრდება, ყველა მიხვდება მიზეზს!
აბა ხაზარაძეს ან მელიას როგორ უნდა მისცე ხმა ისედაც, 5-5 პროცენტი არა აქვთ და "პრემიერად ვინ დავასახელოთ-ზე"რომ იჩხუბეს? ან ვინ მისცემს ხმას იმ პარტიას, რომელიც პრემიერობის კანდიდატად ხაზარაძეს, მელიას, გვარამიას,ხაბეს .... ან მათი კალიბრისას შემოგვთავაზებს???
4 თვის უკან