სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„მიიღეთ ჩვენი სამძიმარი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის გარდაცვალების გამო.
ყველა ახასიათებს მას, როგორც სამშობლოსთვის თავდადებულ პიროვნებას, საუკეთესო ხელმძღვანელსა და გამოცდილ მფრინავს.
უფალმა დააწესოს მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოგმადლოთ მშვიდობა, მისთვის ლოცვის ძალა და რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა ვემზადებოდეთ“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამძიმრის წერილში.
თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული.