მინდა, გამოვხატო ჩემი აღტაცება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ, რომ უყოყმანოდ წავიდა კიევსა და მოსკოვში, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სლოვაკეთის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობას რომ ხელი შეეწყო, მეც სიამოვნებით შევუერთდებოდი“, – აღნიშნა ფიცომ.
აღასანიშნავია, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა.
რობერტ ფიცოს 15 მაისს დაესხნენ თავს. თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია 71 წლის იურაი ცინტულა, რომელმაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ახლო მანძილიდან ოთხჯერ ესროლა. ფიცო საავადმყოფოდან თვის ბოლოს გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა. მიმდინარე კვირას მისი მკვლელობის მცდელობა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა.