სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ განაცხადა, რომ სლოვაკეთსა და პოლონეთს განსხვავებული პოზიციები აქვთ უკრაინის ნატოში ინტეგრაციის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„რაც შეეხება საკითხებს, რაზეც ჩვენი პოზიციები განსხვავებული იქნება ნატოს [ვაშინგტონის] სამიტზე, [პოლონეთის] პრეზიდენტი [დუდა] უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების უფრო სწრაფად დაწყების მომხრეა. თუმცა, ჩვენ მოვუწოდებთ ზომიერებისკენ, რათა ამ მოლაპარაკებებმა უნებურად არ გამოიწვიოს დაძაბულობის კიდევ უფრო დიდი ესკალაცია და რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო დიდი აგრესია“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
დუდამ აღნიშნა, რომ პოლონეთსა და სლოვაკეთს შორის უკრაინის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა, მისი თქმით, „ჩვენ უნდა შევხვდეთ [ერთმანეთს], რომ საერთო ენა ვიპოვოთ“.