„ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი და ძლიერი ოპოზიციური პარტია, ვისაც ეს არ მოსწონს, მისი საკითხია, ჩვენი მიზანი არის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის, გრავიტაციის ცენტრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„8 ივლისს გაიგებთ ყველაფერს. პირდაპირ გეუბნებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია“ ამ არჩევნებზე მარტო არ იქნება ერთად. ამას წესი აქვს, პირობები აქვს და ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, აუცილებლად იქნება ერთიანობა და თქვენ ნახავთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია“ მარტო არ იქნება ერთად, იქნება ბევრი საინტერესო ადამიანი, მათ შორის, ბევრი საინტერესო პოლიტიკური ჯგუფი, ეს შემიძლია გითხრათ. „მარტო არ იქნება“ ნიშნავს იმას, რომ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა, იქნებიან სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც“, – განაცხადა მანჯგალაძემ.