საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი აღარ არის დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.
„პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროკურორის შერჩევის პროცესი აღარ არის დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს შეიქმნა და პროკურორის კანდიდატს არჩევს საპროკურორო საბჭო. მოთხოვნები არის შესაბამისი კრიტერიუმებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში პროფესიონალიზმს აქვს მნიშვნელობა, გამოცდილებას, კეთილსინდისიერებას”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას დღეიდან იწყებს. გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული.