„ნაცრეჟიმის გულაგებისგან განსხვავებით, როცა პატიმრების ადამიანური მოპყრობა არ არსებობდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი ბრალდებულები/მსჯავრდებულები წელსაც ჩაერთნენ. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია. წარმატებები ყველა აბიტურიენტს!“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსის თქმით, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია. ამ მიზნით სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი "ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში.
„ნაცრეჟიმის გულაგებისგან განსხვავებით, როცა პატიმრების ადამიანური მოპყრობა არ არსებობდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი ბრალდებულები/მსჯავრდებულები წელსაც ჩაერთნენ. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია. წარმატებები ყველა აბიტურიენტს!
როცა უსამშობლო სუბიექტები ბედავენ და უტიფრად ლაპარაკობენ, ე.წ. პრორუსულ მთავრობაზე, მუდამ უნდა გავახსენოთ "ნაცების" ეპოქის საბჭოთა სტილის სადამსჯელო დილეგებიც.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია. ამ მიზნით სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი "ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში.
მეტიც, "ციფრული უნივერსიტეტი" ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (EuroPris) ევროპის მასშტაბით 3 საუკეთესო ინოვაციას შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი.“-წერს გია აბაშიძე.