ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ, – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს მიერ მის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
„დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის. ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი მიანიჭა. აბსოლუტური იმუნიტეტი ვრცელდება ყველა იმ ოფიციალურ ქმედებაზე, რომელიც მათ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს განახორციელეს. თუმცა იმუნიტეტი არ ვრცელდება არაოფიციალურ, პირადი ხასიათის ქმედებებზე, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მოუწევთ, თავად გამიჯნონ პრეზიდენტის ოფიციალური და არაოფიციალური ქმედებები.