თუ ადამიანი თანახმაა საკუთარი იდეისთვის თავი გაწიროს, მას ვერ შეაჩერებ ფინანსური სანქციებით. 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში მოსვლა, გამომდინარე იმ ვითარებიდან რა ვითარებაც მაშინ იყო შექმნილი ქვეყანაში, უკავშირდებოდა მაღალ რისკს, რომელთანაც შედარებით ფინანსური სანქციები არაფერია. მიუხედავად ამისა ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადადგა ასეთი ნაბიჯი და მოვიდა ქართულ პოლიტიკაში, - წერს პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა და არ აპირებს აქტიური როლი ითამაშოს გეოპოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში. მანვე აღნიშნა, რომ სანქციებით ამ პოლიტიკური პროცესების აქტიურ მონაწილედ ვერ გახდიან საქართველოს, რადგან აქტიური როლი შეიცავს ეგზისტენციალურ რისკს.
„თუ ადამიანი თანახმაა საკუთარი იდეისთვის თავი გაწიროს, მას ვერ შეაჩერებ ფინანსური სანქციებით. 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში მოსვლა, გამომდინარე იმ ვითარებიდან რა ვითარებაც მაშინ იყო შექმნილი ქვეყანაში, უკავშირდებოდა მაღალ რისკს, რომელთანაც შედარებით ფინანსური სანქციები არაფერია. მიუხედავად ამისა ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადადგა ასეთი ნაბიჯი და მოვიდა ქართულ პოლიტიკაში.
რას ემსახურება დღეს სანქციების თემა, ან ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერება. რას მოელიან საპასუხოდ ჩვენი პარტნიორები? უფრო ხისტი პოლიტიკის გატარება რუსეთის მიმართ საქართველოს არ შეუძლია. დღეს საერთოდ მოშლილია საერთაშორისო სამართლის ნორმები, უხეშ სამხედრო ძალაზეა გადასული პროცესები. ამიტომ ჩვენ დღეს უფრო დაუცველები ვართ ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში.
ჩვენ შეიძლება გვქონდეს მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკა. საქართველო პატარა ქვეყანაა და არ აპირებს აქტიური როლი ითამაშოს გეოპოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში. სანქციებით ამ პოლიტიკური პროცესების აქტიურ მონაწილედ ვერ გაგვხდიან, იმიტომ რომ აქტიური როლი შეიცავს ეგზისტენციალურ რისკს“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.