გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ის გაღიზიანებულია იმ ადამიანების განცხადებებით, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინისათვის დახმარების გაწევა ქველმოქმედებაა.
„ცოტა მაღიზიანებს, როდესაც ჩვენ ვხედავთ დისკუსიებს, სადაც უკრაინის მხარდაჭერა აღიქმება როგორც საქველმოქმედო ჟესტი და არა ის, რაც სინამდვილეში არის - ინვესტიცია ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაში. ინვესტიცია ჩვენი მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში. არ შეიძლება [ამაზე] უფრო დიდი ეროვნული ინტერესი არსებობდეს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.