ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტს პოზიტიურად აფასებს France 24.
„პირველი გოლი ტურნირზე ესპანეთმა საქართველოსთან მატჩში გაუშვა, თუმცა შეხვედრის პირველი ნახევრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, როდრიმ გათანაბრება შეძლო, რასაც მამარდაშვილის კარში გატანილი კიდევ 3 გოლი მოჰყვა. საქართველო რეიტინგით 74-ე ადგილს იკავებს და ესპანეთის ნაკრებს 66 პოზიციით ჩამორჩება.
ვილი სანიოლის გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთთან ორი შეხვედრა ჰქონდა წაგებული, თუმცა ჯვაროსნებმა ევრო 2024-ზე გასვლა შეძლეს და პორტუგალიის დამარცხების შემდეგ, ფლეი ოფშიც გავიდნენ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.