ჯო ბაიდენი: ახლა 40%-ით ნაკლები ადამიანი შემოდის საზღვარზე ლეგალურად და ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დასრულებისას იყო

ჯო ბაიდენი: ახლა 40%-ით ნაკლები ადამიანი შემოდის საზღვარზე ლეგალურად და ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დასრულებისას იყო

როდესაც მე კანონი შევცვალე, ეს გავაკეთე იმგვარად, რომ ახლა 40%-ით ნაკლები ადამიანი შემოდის საზღვარზე ლეგალურად და ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე მისი [დონალდ ტრამპი] ადმინისტრაციის დასრულებისას იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, საზღვრის კონტროლი პირიქით ძლიერდება და ეს სასაზღვრო პერსონალის დამატებით ხდება.

„ტრამპს სურს, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოს შემადგენლობიდან გამოვიდეს, მაგრამ ჩვენი ძალა ჩვენს ალიანსებშია. ჩვენ ევროპაში დიდ ომს ვერ ავიცილებდით, რომ არა ჩვენი მოკავშირეობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.