ჩვენ რომ ნამდვილი პრეზიდენტი გვყოლოდა პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების ტელედებატებისას განაცხადა.
„მე ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ზელენსკისა და პუტინს საერთო ენა გამოენახათ. მან [ბაიდენი] სინამდვილეში, მან წაახალისა რუსეთი უკრაინაში შეჭრისკენ“, - აღნიშნა ტრამპმა.