საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთვნელი თემურ ქეცბაია საქართველო-პორტუგალიის მატჩს სოციალურ ქსელით ეხმაურება. როგორც ქეცბაია წერს, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენაა.
,,მიჭირს იმ სიხარულის ბოლომდე გამოხატვა, რასაც ვგრძნობ, რასაც მთელი 10 დღის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართველ გულშემატივართან ერთად ვგრძნობდი. როგორც არ უნდა დასრულდეს ევროპის ჩემპიონატი, საქართველო იქნება ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა და ალბათ გამარჯვებულიც, რადგან ძნელი წარმოსადგენია, სადმე ისე გააერთიანოს ხალხი ამ წარმატებამ, როგორც ჩვენთან.
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და რა თქმა უნდა ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი, წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის და ამ ტურნირამდე მოსვლისთვის. ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ჩემთვის ეს 10 დღე ყველაზე ბედნიერი და ემოციური პერიოდია, რომელიც ჯგუფური ეტაპის პერიოდში გერმანიაში გავატარე.
მადლობა გულშემატკივარს, ასეთი მხარდაჭერისთვის
წარმატებები ჩვენ ქვეყანას! "-წერს ქეცბაია.
ცნობისთვის საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ეროვნულ გუნდს გერმანიიდან ამხნევებს.