საქართველო ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტულად ვინ წავა ნატო-ს სამიტზე, მოგვიანებით დაზუსტდება.
„იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე, დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. შემდეგ მოგახსენებთ დეტალებს. ქვეყანა ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. „ლგბტ პროპაგანდა არის რისკების შემცველი საზოგადოებისთვის, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე. აქედან გამომდინარე, ლგბტ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის მნიშვნელოვანი. აქ საქმე არ ეხება ადამიანის უფლებების შეზღუდვას, თითოეული ადამიანის უფლებები, განურჩევლად ცხოვრების წესისა, უნდა იყოს დაცული. ეს არის ჩვენი პრინციპი, ამოსავალი წერტილი. თუმცა რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდას, გამომდინარე იქიდან, რომ პროპაგანდა შეიცავს რისკებს, ვფიქრობთ, ეს საკითხი უნდა მოწესრიგდეს. როდესაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,"- განაცხადა პრემიერმა.