ლგბტ პროპაგანდა არის რისკების შემცველი საზოგადოებისთვის, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე. აქედან გამომდინარე, ლგბტ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს შეეხებოდა.
პრემიერის თქმით, თითოეული ადამიანის უფლებები, განურჩევლად ცხოვრების წესისა, უნდა იყოს დაცული, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროპაგანდა შეიცავს რისკებს, აღნიშნული საკითხი უნდა მოწესრიგდეს.