უნგრული მედია: საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გასულ ეროვნულ ნაკრებს ზღაპრული ჯილდო შესთავაზა

უნგრული მედია: საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გასულ ეროვნულ ნაკრებს ზღაპრული ჯილდო შესთავაზა

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გასულ ეროვნულ ნაკრებს ზღაპრული ჯილდო შესთავაზა, - წერს უნგრული მედია.

უნგრული მედია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, რომელიც ასევე მილიარდერი ბიზნესმენია, განაცხადა, რომ მოთამაშეები 30 მილიონ ლარს მიიღებენ.

გარდა ამისა, ივანიშვილმა დამატებით 30 მილიონი ლარი შესთავაზა ეროვნულ ნაკრებს იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მერვედფინალში ესპანეთს დაამარცხებს.