მიხეილ ყაველაშვილი ნიკა გვარამიაზე: ის იმ ძალის წარმომადგენელია, რომელსაც ნამდვილად არ აქვს სალაპარაკო ფეხბურთზე და ფეხბურთის წინსვლაზე

მიხეილ ყაველაშვილი ნიკა გვარამიაზე: ის იმ ძალის წარმომადგენელია, რომელსაც ნამდვილად არ აქვს სალაპარაკო ფეხბურთზე და ფეხბურთის წინსვლაზე

ის იმ ძალის წარმომადგენელია, რომელსაც ნამდვილად არ აქვს სალაპარაკო ფეხბურთზე და ფეხბურთის წინსვლაზე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შესახებ, რომელშიც გვარამიამ 26 ივნისის ისტორიული გამარჯვება პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა.

„არ მიკვირს ასეთი ადამიანისგან, რომელსაც მსგავსი გამოხდომები არაერთხელ ჰქონია. ის იმ ძალის წარმომადგენელია, რომელსაც ნამდვილად არ აქვს სალაპარაკო ფეხბურთზე და ფეხბურთის წინსვლაზე. მე პოლიტიკაში რომ ვარ, სწორედ ფეხბურთის გამო ვარ, ფეხბურთს რაც დამართეს, სხვა სფეროებს აღარ შევეხები - მათი ხელისუფლების დროს დანგრეული სტადიონები, განადგურებული მოედნები. აღარ ვსაუბრობ, პროფესიული ნიშნით რა დღეში იყო ფეხბურთი, ბავშვები ფეხბურთზე ვეღარ დადიოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას მოუნდება, ამ სპორტის სახეობასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. გუშინ და დღესაც ვუყურებდი, გულანთებულ ბავშვებს, რამდენს ექნება სურვილი, რომ ფეხბურთზე იაროს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ისე, ჩვენი გასვლით უნგრეთი გავარდა. ორბანი 26 ივნისს გავაგდეთ, საკუთარ ოლიგარქს 26 ოქტომბერს მივხედავთ“, - დაწერა პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.