ცხოვრებაში თითი თითზე რომ არ აქვთ დაკარებული, გამოვლენ და დაიწყებენ, წინასაარჩევნო ტრიუკი და ა.შ. - ამგვარად გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას საქართველოს ეროვნული ნაკრების დაჯილდოების შესახებ.
„ცხოვრებაში თითი თითზე რომ არ აქვთ დაკარებული, გამოვლენ და დაიწყებენ, წინასაარჩევნო ტრიუკი და ა.შ. ცნობისათვის, ბიძინა პოლიტიკაში 2011-დან არის, მისი ქველმოქმედება კიდევ, დროით ნამდვილად არ შემოიფარგლება. პოლიტიკამდეც და მერეც, ყოველთვის იყო და არის ქართული საქმის ავანგარდში”, - წერს გიორგი გამსახურდია.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.