26 ჩვენი დღეა. 26 ახალი ქართული ისტორიის დაწერის დღეა და ასე იქნება ყოველთვის - ასე პასუხობს მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას, რომელმაც 26 ივნისის ისტორიული გამარჯვება პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა.
„ამ საერთო გამარჯვების, საერთო ზეიმის ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენი ოპონენტების გამოხმაურებები და პოსტები. ნიშანდობლივია, რომ არცერთს არ გაუზიარებია ის დიდი სიხარული და დიდი მიღწევა, რომელიც ქართულ ფეხბურთს ჰქონდა, ფაქტობრივად პირიქით. ფაქტობრივად ნიკა გვარამიას პოსტი 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და მათი პოლიტიკური მიზნების წინა პლანზე წამოწევა სრულ ლუსტრაციას უკეთებ იმას, რომ ეს ადამიანები არასოდეს არ გულშემატკივრობენ თავის ქვეყანას“, - ამის შესახებ პოსტი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა გამოაქვეყნა.
„ისე, ჩვენი გასვლით უნგრეთი გავარდა. ორბანი 26 ივნისს გავაგდეთ, საკუთარ ოლიგარქს 26 ოქტომბერს მივხედავთ“, - დაწერა პარტია "ახლის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.