ვულოცავ ქართულ ფეხბურთს და მთელს საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ გამარჯვებას, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს ემოცია მე მახსენდება 1981 წელს, როდესაც „დინამომ“ თასების თასი მოიგო, მაგრამ ალბათ ამ ემოციამ გადააჭარბა“, - აღნიშნა მან.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.