დავით ქართველიშვილი: თავი დაანებეთ ბიძინა ივანიშვილის ფსიქოტიპის უშედეგო ამოხსნას - ამას უსამშობლო განსულიერებული არსება ვერ ჩასწვდება

დავით ქართველიშვილი: თავი დაანებეთ ბიძინა ივანიშვილის ფსიქოტიპის უშედეგო ამოხსნას - ამას უსამშობლო განსულიერებული არსება ვერ ჩასწვდება

„გესლით ინტოქსიკაცია დაემართა „ასპიდებსა“ და „ვასილისკოებს“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ბიძინა ივანიშვილის მიერ საფეხბურთო  ეროვნული გუნდისთვის დაწესებული ჯილდოს, 30 მილიონი ლარის გადაცემის ფაქტს ეხმიანება.

მისივე თმით,  ბიძინა ივანიშვილის ეს ქველმოქმედება ქართული სულით და ეროვნული მენტალობით არის ნაკარნახევი.

„გესლით ინტოქსიკაცია დაემართა „ასპიდებსა“ და „ვასილისკოებს“. ამ ისტორიულ მოგებამდე უფრო მეზიზღებოდნენ, თუ მოგების შემდეგ - ესღა დამრჩა გასარკვევი. ბორელს ებარებოდეთ - გადმოგიგდებთ თქვენს მორიგ ვერცხლებს, ნუ ნერვიულობთ. ოღონდ ჩვენი გმირი ბიჭების ჯიბეებში ხელების ფათურს დაანებეთ თავი. თავი დაანებეთ ბიძინა ივანიშვილის ფსიქოტიპის უშედეგო ამოხსნასაც - ამას უსამშობლო განსულიერებული არსება ვერ ჩასწვდება. ეს არის ქართული სულით და ეროვნული მენტალობით ნაკარნახევი ქველმოქმედება.

ეს არის სწორედ ის სახარებისეული მიდგომა: „ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა“. ასე თესდა სიკეთეს ეს ბუმბერაზი პიროვნება აქამდეც, თუმცა უწყოდა - რამდენი უღალატებს მას მომავალში. ასე იქცევა ის დღესაც! ეს მიდგომა - მოწყალებასა და ქველმოქმედებას ეხება მხოლოდ! და არა  თქვენი ღალატისთვის გაცემულ ვერცხლებს, რომლებსაც გროშებად და კაპიკ-კაპიკ დაგითვლით, აწი ვეღარსად გაგვექცევით!“ - წერს დავით ქართველიშვილი.