New York Times-ი საქართველოს პორტუგალიაზე გამარჯვებას ევროპის ჩემპიონატის ყველაზე დიდ შოკს უწოდებს. სტატია გუშინდელი მატჩის შესახებ შემდეგი სიტყვებით არის დასათაურებული: „იმედგაცრუებული რონალდუ და დიდებული კვარაცხელია“.
გამოცემა მატჩის მსვლელობაზე წერს და ასევე იხსენებს „ჯვაროსნების“ გზას ევრო 2024-მდე.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.