„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ულოცავს რა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას, აცხადებს, რომ დანაპირები ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა ეროვნულ გუნდს. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსის თქმით, ძალიან საცოდავნი არიან ის ლუზერი ნაცპროპაგანდისტები, რომლებიც დაბოღმილნი ჯღაბნიან, რომ ივანიშვილს "რაღაცის გადახდა მოუწევს", საფეხბურთო ჯგუფიდან 26 ივნისს უნგრეთის ნაკრების გავარდნის მსგავსად, 26 ოქტომბერს "ქართული ოცნება" "გავარდება" და ა.შ. შეუცვლელი მოცემულობაა, რომ ამგვარ ნაცმანქურთებს არასდროს, არაფერი ეშველებათ.
„ქართული სამყარო ზეიმობს ჩვენი ბიჭების მორიგ ისტორიულ შედეგს, ხოლო ანტიქართული მარგინალები მათთვის ტრაგიკული, ჩვეული დევიაციით, სელექციურად ვითომ ამუნათებენ ფეხბურთელებს და მეცენატ ბიძინა ივანიშვილს.
ავაზაკი და ზნედაცემული სააკაშვილისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი დანაპირებს ყოველთვის პირნათლად ასრულებდა და ასრულებს და იმაზე მეტს აკეთებს საქართველოსთვის, როცა არავინ ელის და არავინ ავალდებულებს.
ძალიან საცოდავნი არიან ის ლუზერი ნაცპროპაგანდისტები, რომლებიც დაბოღმილნი ჯღაბნიან, რომ ივანიშვილს "რაღაცის გადახდა მოუწევს", საფეხბურთო ჯგუფიდან 26 ივნისს უნგრეთის ნაკრების გავარდნის მსგავსად, 26 ოქტომბერს "ქართული ოცნება" "გავარდება" და ა.შ. შეუცვლელი მოცემულობაა, რომ ამგვარ ნაცმანქურთებს არასდროს, არაფერი ეშველებათ. მყრალი სექტა ასეთად დარჩება, სადაც ბოლოს ერთმანეთს დაჭამენ ბოროტებისგან გადამწვარი, დაჩიავებული ფსევდო-ადამიანები.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ულოცავს რა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას, აცხადებს, რომ დანაპირები ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა ეროვნულ გუნდს. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.
წარმატებები და მხნეობა ჩვენ ეროვნულ ნაკრებს! მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“ - წერს გია აბაშიძე.