„ყველა გამარჯვება ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებს და მესიჯს უგზავნის სხვა სახელმწიფოებს, რომ მიუხედავად ჩვენი სიმცირისა, საქართველოსაც შეუძლია დიდი მოთამაშე იყოს როგორც პოლიტიკაში, ასევე სპორტში და სხვა სფეროებშიც," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ასე ეხმიანება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მორიგ წარმატებას.
თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ გუშინ მსოფლიომ დაინახა ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ და განვითარებისკენ და დარწმუნებულია. მისივე აზრით, ეს გზა საქართველოს კიდევ ბევრ წარმატებას მოუტანს.
„სასწაულები ხდება მაშინ, როდესაც მებრძოლი სული გაქვს და უფლის გჯერა. ამ ორს ვერაფერი მოუხერხა მტერმა. ეს არის ქართველების ნიშა, რამაც საქართველო დღემდე მოიყვანა. ახალ მსოფლიო რეალობაში ქართული ფეხბურთიც, ისევე როგორც სახელმწიფო, გამარჯვების ისტორიას წერს.
ყველა გამარჯვება ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებს და მესიჯს უგზავნის სხვა სახელმწიფოებს, რომ მიუხედავად ჩვენი სიმცირისა, საქართველოსაც შეუძლია დიდი მოთამაშე იყოს როგორც პოლიტიკაში, ასევე სპორტში და სხვა სფეროებშიც. გუშინ მსოფლიომ დაინახა, რომ შეუქცევადია ჩვენი გზა ევროპისკენ და განვითარებისკენ. შეუქცევადია საქართველოს გზა კიდევ ბევრი გამარჯვებისკენ.
ვულოცავ საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას და მადლობას ვუხდი ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს, მწვრთნელს და რაც მთავარია, ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც შექმნა ამ გამარჯვებების რეალობა. გვჯერა, წინ კიდევ ბევრი სიხარული გველის,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.