„სულიერი ავადმყოფობის პიკი" უწოდა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში პარტია ნიკა გვარამიას იმ პოსტისათვის, რომელიც ამ უკანასკნელმა გამოაქვეყნა. გვარამია წერს, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მერვედფინალში გასვლით უნგრეთი უშანსოდ დატოვა. „ორბანი 26 ივნის გავაგდეთ, საკუთარ ოლიგარქს 26 ოქტომბერს მივხედავთ" - წერს გვარამია.
დავით ქართველიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს გამარჯვებაზე გვარამიას მიერ შესაბამისი ტექსტის მოფიქრებას ფსიქიატრიული ნიჭი სჭირდება.
„Лёлик, Лёлик! Всё пропало! Гипс снимают! Клиент уезжает! Ааааааа!!!" - სულიერი ავადმყოფობის პიკი. ამ სტატუსის ტექსტი მოიფიქრო საქართველოს გამარჯვებაზე - ფსიქიატრიული ნიჭი სჭირდება!“ - წერს დავით ქართველიშვილი.