საქართველომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრები დაამარცხა, პლეი-ოფში გადასვლა შეძლო და ისტორიაში შევიდა, - ევრო 2024-ზე საქართველოს წარმატებულ დებიუტს ვრცელი სტატიით bbc ეხმაურება.
„პორტუგალია შოკირებული იყო იმით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დიეგო კოშტას კარი მეორე წუთზე აიღო. მოსალოდნელიც იყო, რომ აუტსაიდერი საქართველო მოედანზე არ დომინირებდა, თუმცა საკუთარ შანსებს ბრწყინვალედ იყენებდა, ფოლადის დაცვას ახვედრებდა მეტოქეს, პორტუგალიელებს სივრცეებს უზღუდავდა და კონტრშეტევის შანსს ელოდა. ბურთის ფლობის თვალსაზრისით პორტუგალია დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ქართველებმა გააკეთეს რაც მოეთხოვებოდათ და მერვედფინალში გავიდნენ,“-წერს BBC.