საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი: მიქაუტაძე და საქართველო ისტორიას წერენ

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი: მიქაუტაძე და საქართველო ისტორიას წერენ

სოციალურ ქსელში საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გასვლას ეხმაურება.

„მიქაუტაძე და საქართველო ისტორიას წერენ“, - ნათქვამია საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პოსტში.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ეტაპზე გატანილი 3 გოლით გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.