საოცრება გააკეთეს ბიჭებმა. ახალი ისტორია იწერება. ყველას მადლობა, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა ოდნავ მაინც, - ამის შესახებ ჟურნალისტმა და „იმედის“ სპორტული გამოშვებების წამყვანმა დიმიტრი ობოლაძემ „ქრონიკის“ სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი თამაშით ბევრ კრიტიკოსს გაეცა პასუხი.
„ბიჭები კიდევ, საუკეთესო მეკარე ჩვენია, საუკეთესო ბომბარდირი ჩვენია, საუკეთესო გულშემატკივარი მგონი ჩვენია, პირველი დებიუტანტები ვართ, რომელმაც მოახერხა პლეიოფში გასვლა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.
გამორჩევა არავისი ღირს, არ იქნება ეს სწორი. ბევრს გაეცა პასუხები კრიტიკოსებს. თუნდაც, კვარაცხელიას თამაშით. ასე, რომ მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. ამხელა ბედნიერება მოგვიტანეს ამ ბიჭებმა და დარწმუნებული ვარ, იქ კიდევ უფრო ფსიქოლოგიურად გახსნილები ვიქნებით. ახლა უკვე დავიწყებთ საუბარს რატომაც არა“, - აღნიშნა დიმიტრი ობოლაძემ.