ვიზებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რაც ამერიკელ პარტნიორებს ქართველი ხალხის მიმართ აქვთ, სწორი არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს აშშ-ში მექსიკის გავლით შესვლა არ უნდა უწევდეთ.
„ქართველ ხალხს ამერიკაში მექსიკიდან სიარული არ უნდა უწევდეს. შეიძლება, ქართველ პოლიტიკოსებს მექსიკიდან შესასვლელადაც არაფერი შველოდეთ, მაგრამ ქართველი ხალხის მიმართ სწორი არ იყო და არ არის ის პოლიტიკა, რაც ამერიკელ პარტნიორებს აქვთ ვიზებთან მიმართებაში. რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, მეცოდებიან, რადგან არ იციან, რაში შეტოპეს. წითელ ხაზებს „ქოცები“ კვეთენ და სამწუხაროდ, ამერიკიდან პასუხი კიდევ იქნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს. ბელარუსის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელია 32.80 პროცენტი, რუსეთის შემთხვევაში კი – 39.49 პროცენტი.