გივი მიქანაძე: ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა უთხრას, ემხრობიან ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონმდებლობის შემოღებას თუ ეწინააღმდეგებიან მას

გივი მიქანაძე: ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა უთხრას, ემხრობიან ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონმდებლობის შემოღებას თუ ეწინააღმდეგებიან მას

ოპოზიციას აქვს ურთულესი მდგომარეობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ. მათ საზოგადოებას უნდა უთხრან, ემხრობიან პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონმდებლობის შემოღებას თუ ეწინააღმდეგებიან მას, - ამის შესახებ გივი მიქანაძემ განაცხადა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ კანონპროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ეს არის ის დაკვეთა და ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან მოდის, რომელიც არამც და არა, არ ლახავს ადამიანების უფლებების სტანდარტს. განსაკუთრებით ეს არასრულწლოვანებს ეხება, რომელთა აღზრდა-განვითარების პროცესში მსგავსი ინფორმაციების გაჟღერება და პროპაგანდისტული მოქმედებები შეიძლება იყოს გარკვეული რისკების შემცველი მათი შემდგომი ცხოვრებისეული ფასეულობების ჩამოყალიბებისთვის“, - აცხადებს მიქანაძე.

პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვა დაიწყო. კანონპროექტებს დეპუტატები ჯერ 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ, რის შემდეგაც დღესვე იმსჯელებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.