„ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას ცდილობს „ლელო“, თუმცა არჩევნებამდე. ბადრი ჯაფარიძე არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობასთან“ კოალიციის შექმნაში პრობლემას ვერ ხედავს.
„თანამშრომლობა და კოორდინაცია პარტიებს შორის ძალიან მჭიდრო იქნება. იქნება ეს ხმების დაცვა, არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა. ჩვენ უნდა გვესმოდეს ასევე, რომ ელექტორატი, ჩვენი საზოგადოება, ძალიან განსხვავებულია და საზოგადოების ნაწილი ფრთხილად უყურებს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად იგივე „ლელოს“ გაერთიანებას. ჩვენ გაერთიანების მომხრე ვართ, მაგრამ ისეთი გაერთიანების, რომელსაც მოაქვს სინერგიული ეფექტი, რომელიც მობილიზაციას შეუწყობს ხელს და არ დააშინებს ელექტორატის გარკვეულ კატეგორიას, რომელსაც აქვს ცუდი გამოცდილება ამა, თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან მიმართებაში. შიშები, რომ ვიღაც არ დაბრუნდეს მმართველობაში უნდა გადაილახოს, სწორედ ამიტომ არის, რომ არჩევანი შევთავაზოთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.