ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ თუ ულტრამემარჯვენეები შექმნიან ერთ ჯგუფს, ეს იქნება სიდიდით მეორე ძალა ევროპარლამენტში, ტრადიციულად დომინანტი "ევროპის სახალხო პარტიის" შემდეგ და ისინი დიდ ზეწოლას მოახდენენ ევროკავშირის პოლიტიკაზე.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის სპიკერის სცენაზე გამოხატულმა დაბნეულობამ შეარცხვინა დაწესებულება, როდესაც მან წაიკითხა სხვადასხვა სავარაუდო შედეგები, მაშინ როცა მის უკან ეკრანზე მონაცემები განსხვავებული იყო.
„Politico: როგორც გამოკითხვებმა იწინასწარმეტყველეს, ულტრამემარჯვენე ძალებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ევროპარლამენტის არჩევნებში. საფრანგეთში "ეროვნულმა გაერთიანებამ" (მარინ ლეპენი და თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა) ხმების თითქმის მესამედი დააგროვა და პოზიციონირებს, როგორც წამყვანი ულტრანაციონალისტური ჯგუფი ახალი მოწვევის პარლამენტში. ანალოგიურად გაიზარდა იტალიის პრემიერ მინისტრის ჯორჯია მელონის "იტალიის ძმების" მანდატები - ამომრჩეველთა მეოთხედზე მეტმა მხარი დაუჭირა მათ.
ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები გაანადგურეს მემარჯვენე-ცენტრისტულმა ქრისტიან-დემოკრატებმა და ულტრამემარჯვენე AfD-მ. ხმების მხოლოდ 14 პროცენტით, SPD-მა მიიღო ყველაზე ცუდი შედეგი არჩევნებში საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. კანცლერ შოლცს მოუწოდებენ მაკრონის მსგავსად დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
მისი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მარცხის გამო გადადგა ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდერ დე კროო.
ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენეთა ორი ჯგუფი "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები" (ECR) და "იდენტობა და დემოკრატია" (ID) ჯგუფი გააკონტროლებენ 131 ადგილს. მასში არ შედიან "ალტერნატივა გერმანიისთვის, AfD-ს (15 დეპუტატი), უნგრეთის პრემიერ ორბანის პარტიის Fidesz-ის 10 წარმომადგენელი, პოლონეთის "კონფედერაციის პარტიის" 6 წარმომადგენელი და ბულგარეთის "აღორძინების პარტიის" სამი წევრი.
იტალიაში მელონის წინსვლამ მატეო სალვინის "ლიგა" დაამარცხა, ერთ დროს ლიდერი პარტია „იდენტობა და დემოკრატიის“ ჯგუფში. სალვინიმ დაკარგა მანდატების 2/3.
ესპანეთში სოციალისტური Vox-ის პარტია გაანადგურეს ულტრამემარჯვენეებმა The Party is Over-დან.
თუ ულტრამემარჯვენეები შექმნიან ერთ ჯგუფს, ეს იქნება სიდიდით მეორე ძალა ევროპარლამენტში, ტრადიციულად დომინანტი "ევროპის სახალხო პარტიის" შემდეგ და ისინი დიდ ზეწოლას მოახდენენ ევროკავშირის პოლიტიკაზე.
კვირას, ევროპარლამენტის სპიკერის სცენაზე გამოხატულმა დაბნეულობამ შეარცხვინა დაწესებულება, როდესაც მან წაიკითხა სხვადასხვა სავარაუდო შედეგები. მის უკან ეკრანზე მონაცემები განსხვავებული იყო. ამან გამოიწვია დამსწრე ჟურნალისტების სიცილი და შეძახილები: შედეგები თქვენს უკანაა!
5 things to know about the EU election results - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.