აკონსულტაციო ფირმა Henley&Partners-მა 2024 წლის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილს საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი იყოფენ. აღნიშნული ქვეყნების პასპორტებით უვიზო მიმოსვლა 194 ქვეყანაშია შესაძლებელია. ბოლო ადგილზეა ავღანეთი, მისი პასპორტით უვიზო გადაადგილება მხოლოდ 28 ქვეყანაში შეიძლება.
რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 51-ე ადგილს იკავებს. ქართული პასპორტით უვიზო გადაადგილება ნებადართულია 122 ქვეყანაში. ქვეყანას რეგიონში ყველაზე კარგი შედეგი აქვს. კერძოდ, მეზობელი ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:
რუსეთი - 52-ე ადგილი უვიზო მიმოსვლა 120 ქვეყანაში
თურქეთი - 53-ე ადგილი - უვიზო მიმოსვლა 118 ქვეყანაში
აზერბაიჯანი - 72-ე ადგილი - უვიზო მიმოსვლა 72 ქვეყანაში
სომხეთი 75-ე ადგილი - უვიზო მიმოსვლა 69 ქვეყანაშია შესაძლებელია