ეკა სეფაშვილი - მავნებლური მცდელობების პასუხად, „ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა, ესეც პასუხი ქვეყნის დემოკრატიის შეფასებაზე

ეკა სეფაშვილი - მავნებლური მცდელობების პასუხად, „ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა, ესეც პასუხი ქვეყნის დემოკრატიის შეფასებაზე

ქვეყნის შიგნით თუ გარეთ უამრავი მავნებლური მცდელობის პასუხად, „ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა, ესეც პასუხი საქართველოს დემოკრატიის და თავისუფლების შეფასების შესახებ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„2012 წლის შემდეგ თავისუფლების ხანგძლივი სარეიტინგო პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

საქართველო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო იმ 45 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელსაც უმაღლესი კატეგორიის, ანუ თავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული.

თავისუფლების ინდექსს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენისა“ და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს“, – წერს ეკა სეფაშვილი.

მერაბ.g იმ ნაფტალინიდან ამორებული ბაიდენის წარმომადგენელი გამოვა და იტყვის, ეს სააკაშვილისდროინდელ საქართველოს ეხებაო, ან დაასანქცირებენ ატლანტიკურ საბჭოს
5 თვის უკან
მერაბ.g იმ ნაფტალინიდან ამორებული ბაიდენის წარმომადგენელი გამოვა და იტყვის, ეს სააკაშვილისდროინდელ საქართველოს ეხებაო, ან დაასანქცირებენ ატლანტიკურ საბჭოს
5 თვის უკან