სოზარ სუბარი: შაჰ-აბასმა რაც გააკეთა, როცა გიორგი სააკაძეს პაატას თავი გამოუგზავნა, ახლა ყოფილი დიპლომატი, ქალბატონი ნატალია საბანაძე იმავეს ითხოვს ბავშვებთან მიმართებაში

სოზარ სუბარი: შაჰ-აბასმა რაც გააკეთა, როცა გიორგი სააკაძეს პაატას თავი გამოუგზავნა, ახლა ყოფილი დიპლომატი, ქალბატონი ნატალია საბანაძე იმავეს ითხოვს ბავშვებთან მიმართებაში

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ამერიკის შეერთებულ შტატებში „მეგობრობის აქტის“ განხილვის საკითხზე ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და კონგრესის სხდომას სამარცხვინო უწოდა. როგორც სუბარმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების დასანქცირების მოთხოვნა ყოფილი დიპლომატის ნატალია საბანაძის მხრიდან კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც ის, რომ ამ მოთხოვნას კმაყოფილებით ისმენდნენ დამსწრე კონგრესმენები.

როგორც „ხალხის ძალის“ ლიდერი ამბობს, ულტიმატუმების და სანქციების თემით მოსაუბრე ამერიკელი კონგრესმენები და მთლიანად მიდგომა შტატების საქართველოს მიმართ, არ ჰგავს სტრატეგიული პარტნიორის მიდგომას.

„ისეთი სამარცხვინო განხილვები, რომელიც იყო ორი დღის წინ ამერიკის კონგრესში, აღარ უნდა მოხდეს. ყოფილი ქართველი დიპლომატი, ყოვლად სამარცხვინოდ ითხოვდა ადამიანების დასანქცირებას მათი ოჯახის წევრების, მათ შორის ბავშვების ჩათვლით. შაჰ-აბასმა რაც გააკეთა, როცა გიორგი სააკაძეს პაატას თავი გამოუგზავნა, ახლა ყოფილი დიპლომატი, ქალბატონი ნატალია საბანაძე ითხოვს ბავშვების თავების გაგორებას და ამას დიდი მოწონებით უსმენს რამდენიმე კონგრესმენი, რომლებიც იმ განხილვებს ესწრებოდნენ. მათ მთავარ ექსპერტად კი, მიწვეული ჰყავდათ შალვა ნათელაშვილი, რომლის დაწერილი რაღაც დოკუმენტი დაურთეს ამ მოსმენებს. ამას არ ჰქვია არც „მეგობრობის აქტი“ (სწორად დაარქვეს ჩვენმა კოლეგებმა - „მტრობის აქტი“) და არც „სტრატეგიული პარტნიორობა“. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ასეთი სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას რეალური სტრატეგიულ პარტნიორობის სასარგებლოდ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მერაბ.g სულელური შედარებაა სუბარიკო!
5 თვის უკან