ჩვენ ვალდებულები ვართ, აღვასრულოთ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ნება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„ეს იყო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნა, რადგან ეს ეხება პროპაგანდას, რომელიც გლობალურ პრობლემად გადაიქცა. ჩვენ ვალდებულები ვართ, აღვასრულოთ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ნება“, - აღნიშნა კირცხალიამ.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მომდევნო კვირაში პარლამენტში ბიუროზე გავა, რის შემდეგაც საკითხზე კომიტეტებში იმსჯელებენ. ოპოზიცია კანონპროექტებს მხარს არ უჭერს მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდა დღეს გამოწვევაა.