ირმა ზავრადაშვილი: მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს „სანქცია

ირმა ზავრადაშვილი: მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს „სანქცია", მაგრამ თუ მეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ სწორად მოვიქეცით მეც და „ქართული ოცნების" ყველა დეპუტატიც. მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!

გვარამიოიდების გასაგონად: მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს `სანქცია", მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით მეც და "ქართული ოცნების" ყველა დეპუტატიც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს.

„P.S. ისა და, ბლინკენს ახლა გაახსენდა, სანქცირებულის ვინაობის გასაჯაროება რომ არ შეიძლება? მოსამართლეების დასანქცირებისას არ ახსოვდა ეგ საკითხი“, - წერს ზავრადაშვილი.