რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია პოზიციის დაფიქსირებას ვერ აარიდებს თავს, ვინაიდან ბოიკოტი მათი თავშესაფარი ვერ იქნება

რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია პოზიციის დაფიქსირებას ვერ აარიდებს თავს, ვინაიდან ბოიკოტი მათი თავშესაფარი ვერ იქნება

ამ კანონპროექტს აქვს მხოლოდ ორი მიზანი - ოჯახური სიწმინდის, და არასრულწლოვანის დაცვა მავნე ზეგავლენისგან, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას.

„აქ საინტერესოა ის რეაქცია, რაც აქვს რადიკალურ ოპოზიციას. ისინი პოზიციის დაფიქსირებას ვერ აარიდებენ თავს, ვინაიდან ბოიკოტი მათი თავშესაფარი ვერ იქნება“, - აღნიშნა დეპუტატმა.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მომდევნო კვირაში პარლამენტში ბიუროზე გავა, რის შემდეგაც საკითხზე კომიტეტებში იმსჯელებენ. ოპოზიცია კანონპროექტებს მხარს არ უჭერს მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდა დღეს გამოწვევაა.