აშშ არ აძლევს უკრაინას ნებართვას, ამერიკული იარაღით მოსკოვზე ან კრემლზე მიიტანონ იერიში. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ამერიკული იარაღის გამოყენება შეიძლება საზღვრის სიახლოვეს, როდესაც საზღვრის მეორე მხრიდან ხორციელდება დარტყმები კონკრეტულ სამიზნეებზე უკრაინაში. ჩვენ არ ვაძლევთ [უკრაინას[ ნებართვას, ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე 200 მილის სიღრმეში, ან მოსკოვზე და კრემლზე მიიტანონ იერიში“, - განაცხადა ბაიდენმა.