პრემიერი: თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, იმისათვის, რომ რამენაირად ჩვენი ქვეყანა დააზარალონ, რაც არის ღალატი

პრემიერი: თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, იმისათვის, რომ რამენაირად ჩვენი ქვეყანა დააზარალონ, რაც არის ღალატი

თავის დროზე, ერთი საუკუნის წინ, 1920-1921 წლებში, ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ მოსკოვში და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ, ასეთი ინფორმაციები ჩაჰქონდათ და ა.შ. და ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა საქართველოს ოკუპაციამდე, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან კონგრესმენისთვის გაგზავნილ წერილს შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, დღეს ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს ადამიანები, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, რათა რამენაირად დააზარალონ ქვეყანა.

„თავის დროზე, ერთი საუკუნის წინ, 1920-1921 წლებში, ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ მოსკოვში და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ, ასეთი ინფორმაციები ჩაჰქონდათ და ა.შ. და ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა საქართველოს ოკუპაციამდე. დღეს ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს ადამიანები, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, იმისათვის, რომ რამენაირად ჩვენი ქვეყანა დააზარალონ, დააზიანონ, რაც არის, რა თქმა უნდა, ღალატი. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ღალატი.

ყველგან ერთსა და იმავეს ველით, რა თქმა უნდა. როცა ადამიანი არის მოღალატე, ერთნაირად გიღალატებს ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და ბერლინშიც. აქედან გამომდინარე, მათგან არ ველით რაიმე განსხვავებულ დამოკიდებულებას,"- აღნიშნა პრემიერმა.