„სხვისი დავალებების შესრულება ჩვენს ქვეყანაში აღარ მოხდება,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ.
მისივე თქმით, ყველა მეგობარ ქვეყანას საქართველოსთან საუბარი თანაბარი პოზიციიდან მოუწევს.
„ვფიქრობ ჩვენმა „დასავლელმა მეგობრებმა“ არ იციან საქართველოს ისტორია. ამიტომაც თვლიან, რომ რასაც თავად აკეთებენ, ის არის ჩვენთვისაც კარგი. ეს ყველაფერი კი საქართველოში კონტრპროდუქტიულად მოქმედებს მათთვის. მათი ყველა ქმედება წამგებიანია და საზოგადოების რეაქციაც სწრაფი ტემპით მოჰყვება.
„ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა“, როგორც ჩანს საჭიროდ არ ჩათვალეს ქართველი ადამიანის ბუნება და ხასიათი შეესწავლათ, რადგან როგორც კოლონიას ისე გვიყურებენ. ეს კი შემთხვევითი არ არის. იყო პერიოდი, როცა საქართველოს ხელისუფლება იმის მიხედვით მოქმედებდა რა დავალებასაც მიიღებდნენ „მეგობრების“ მხრიდან. ახლაც ასე სურთ, მაგრამ არ გამოუვათ. გასაგებია, რომ მათთვის რთულია მუშაობის ძველ სტილს გადაეჩვიონ, მაგრამ ჩვენმა „მეგობრებმა“ უკვე დაინახეს, რომ მათი დღის წესრიგით საქართველოში არ ვიხელმძღვანელებთ. სხვისი დავალებების შესრულება ჩვენს ქვეყანაში აღარ მოხდება. საზოგადოებაც ბევრად ინფორმირებულია და ვფიქრობ, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მოუწევთ ჩვენთან თანაბარი პოზიციებიდან ისაუბრონ,“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.