იაგო ხვიჩია: არ ვიცი, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს რა შეიძლება, „გაუჩალიჩოს“, მაგრამ ადამიანს არ ვიცნობ, ვინც ოცნებობს ან ემზადება მაიდნისთვის

იაგო ხვიჩია: არ ვიცი, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს რა შეიძლება, „გაუჩალიჩოს“, მაგრამ ადამიანს არ ვიცნობ, ვინც ოცნებობს ან ემზადება მაიდნისთვის

სიმართლე გითხრათ, საქართველოში ვერანაირ მაიდანიზაციას ვერ ვხედავ, მაგრამ თუ ვინმე რაიმეს უწყობს საკუთარ თავს, ეს „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, არავინ ემზადება მაიდნისთვის.

„სწორედ ისინი ცდილობენ, ხალხი გააბრაზონ და ქუჩაში გამოიყვანონ, შემდეგ პროტესტი ჩაახშონ, რაც ქვეყანაში არსებობს, იმ გაგებით, რომ ამ პროტესტს მათ მიერ შეგზავნილი ორგანიზატორები დაუნიშნონ, ამ ხალხს თავგზა აუბნიონ და ქალაქის ქუჩებში ატარონ. ხელისუფლებას ეს უნდა და ამბობს, ვიღაცას მაიდანის მოწყობა უნდაო. არ ვიცი, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს რა შეიძლება, „გაუჩალიჩოს“, მაგრამ ადამიანს არ ვიცნობ, ვინც ოცნებობს ან ემზადება მაიდნისთვის“, – განაცხადა ხვიჩიამ.