კატასტროფა, როდესაც ხელისუფლების სანქცირებაზეა საუბარი, ასევე დახმარების გადახედვა არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, როდესაც შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი დავკარგოთ, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის სურვილია, ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩამოაშორონ და რუსეთსა და ჩინეთს „ჩააბან”.
„ჩემთვის ეს არის კატასტროფა, როდესაც ხელისუფლების სანქცირებაზეა საუბარი, რადგან, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნისთვის არის ძალიან მძიმე. ასევე დახმარების გადახედვა ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, როდესაც შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი დავკარგოთ. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ჩაგვაბან ჩინეთს და რუსეთს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილის ამ ძალადობრივი ქაოსიდან არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლაა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.