კახა კალაძე: ამ ქვეყნის მტრებს, არაკეთილმოსურნეებს, ვინც არ უნდა იყოს, რუხაძე იქნება ეს თუ მსგავსი ელემენტები, ერთი რამ მინდა ვუთხრა - ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება

კახა კალაძე: ამ ქვეყნის მტრებს, არაკეთილმოსურნეებს, ვინც არ უნდა იყოს, რუხაძე იქნება ეს თუ მსგავსი ელემენტები, ერთი რამ მინდა ვუთხრა - ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება

ამ ქვეყნის მტრებს, არაკეთილმოსურნეებს, ვინც არ უნდა იყოს, რუხაძე იქნება ეს თუ მსგავსი ელემენტები, ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ - ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება, - ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის გიორგი რუხაძის მიერ, უკრაინაში მაიდნის საპროტესტო გამოსვლებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ამ ქვეყნის მტრებს, არაკეთილმოსურნეებს, ვინც არ უნდა იყოს, რუხაძე იქნება ეს თუ მსგავსი ელემენტები, ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ - ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ეკონომიკური განვითარება, რაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის, განურჩევლად ვის, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს.

ეს ქვეყანა არ იქნება გამოყენებული ვიღაც სხვა ქვეყნის ინტერესების გამო. საქართველოში არ იქნება ის პროცესები და მოვლენები, რაც სამწუხაროდ ჩვენს მეგობარ უკრაინაში ხდება და ეს ქვეყანა და ხალხი საზარბაზნე ხორცად არ იქნება და ვერ იქნება გამოყენებული“, - განაცხადა კალაძემ.

უკრაინაში მაიდნის საპროტესტო გამოსვლებსა და წინაპირობაზე ერთ-ერთ ტელე-ეთერში, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ ისაუბრა. მან პარალელი გაავლო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და თქვა, რომ თუ „ქართული ოცნება“ იმოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, აუცილებლად მიიღებენ მაიდანს.