„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია GSAC - ის დამფუძნებლის გიორგი რუხაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც აღნიშნავს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი.
„ალბათ არც ღირს ამ უმცირესობაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ როგორც მოვლენას ჩვენს ყოველდღიურობაში ალბათ მაინც შევეხები. როდესაც ქართული საზოგადოების ტოტალურმა უმრავლესობამ წარმატებით გადალახა გენეტიკური, მენტალური და სულიერი სიბრძნისაკენ მიმავალ ბილიკზე დასაბრუნებლად, უფლის მიერ "ლიბერალური ფაშიზმის" სახით მოვლენილი განსაცდელი - გაგვითენდა დღევანდელი დღეც.
ეს დღე არის დღე იმედისა, საკუთარ "ჩამქრალ კანდელში" ღირსების ნაპერწკალით კვლავ დანთებული ალისა. ეს არის წინაპრების მიერ დატოვებული მემკვიდრეობით თითქოს და მივიწყებული ტკობის ხელახალი შეგრძნება. ეს არის რეალური პერსპექტივების გამოჩენა ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჰორიზონტებზე. ეს არის გაუგონარი სიცრუიდან, ქვესკნელიდან - სიმართლისა და სინათლის მხარეს მოწყურებული დაბრუნება.
და ამ დროს, უმცირესობის ეს ტოქსიკური მასა ხატების ადგილას "მაიდანის" კერპის აღმართვას ცდილობს. საქართველოს - ეშმაკთა მობრუნებითა და ვალპურგის ღამით ცისკრის ვარსკვლავის ჩაქრობით გვემუქრება. ტრანსგენდერული რძე არ შეგიდედდეთ, გვერდები არ აგიდგათ მანამდე და ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრათ. ამაზე კიდევ ერთხელ იმიტომ ვწერ, რომ ამ ეშმაკების რეესტრი აუცილებლად შესაქმნელია. ლეგიონი გამოსაყვანია კომფორტული კულუარებიდან და მათი პერსონიფიცირება უნდა მოხდეს თუნდაც თანამედროვე ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანის გზით.“-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.