დავით კაჭარავა: ვერ გაიგეს ქართველი კაცის ბუნება - თუ ვინმე ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ სწორი არჩევანისთვის დაგვასანქცირებს, დაგვასანქციროს, ამით ვერ შეგვაშინებენ 

დავით კაჭარავა: ვერ გაიგეს ქართველი კაცის ბუნება - თუ ვინმე ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ სწორი არჩევანისთვის დაგვასანქცირებს, დაგვასანქციროს, ამით ვერ შეგვაშინებენ 

საქართველოს შესაძლო დასანქცირების საკითხზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქვეყნის ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვისთვის სანქცირებით დამუქრება ღიმილის მომგვრელია, ვინაიდან ამით ქართველ კაცს ვერ შეაშინებენ. 

დავით კაჭარავას თქმით, როცა  საქართველოს სანქციებით ემუქრებიან, მისი ავტორები შეცდომას უშვებენ, რადგან ეს მუქარა ქვეყანას კიდევ უფრო აძლიერებს. 

„მაშინ, როდესაც საკითხი დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვაზე, სანქცირებით მუქარა ღიმილის მომგვრელია. როცა საკითხი ეხება ჩვენს დასანქცირებასა და ჩვენი ქვეყნის უკრაინის მსგავს მდგომარეობაში ჩაყენებას, არავის გასჩენია ფიქრი იმის, რომ სანქციები ჩვენთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენს. ვერ გაიგეს ქართველი კაცის ბუნება - თუ ვინმე ჩვენი ქვეყნის სწორი არჩევანისთვის დაგვასანქცირებს, დაგვასანქციროს. ამაშიც შეცდომას უშვებენ -  სანქციებით მუქარა და ეს  ყველაფერი ჩვენ გვაძლიერებს. როდესაც ადამიანი მართალი ხარ და სიმართლისა და ქვეყნის გულისთვის იქიდან შანტაჟის, მუქარის, სანქციის ენით გესაუბრებიან, ჩვენ ქართველებს ეს ყველაფერი გვაძლიერებს და იქიდან, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, აქედან ათმაგად მივაწვებით," -  განაცხადა დავით კაჭარავამ.