შალვა პაპუაშვილი:  ჩვენ ევროპა ძალიან არაევროპულად მოგვექცა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

შალვა პაპუაშვილი:  ჩვენ ევროპა ძალიან არაევროპულად მოგვექცა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

,,ჩვენ ევროპა ძალიან არაევროპულად მოგვექცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, როდესაც სხვა ქვეყანაში, ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით ხდევა რადიკალური ჯგუფებს და პოლიტიკური პარტიებს დაფინანსება და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, ეს ყველაფერი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია.

მისი თქმით, ბევრი რამეა გამოსასწორებელი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის, გამჭვირვალობაც.

,,დახურული კარის მიღმა, სააკაშვილთან მიმართებაში, დიდი ხანი მიდიოდა ზეწოლა, რომ ჩამოსულიყვნენ პოლონელი ექიმები. ამ ყველაფერში ჩართული იყვნენ ელჩებიც, რომ რაიმენაირად მოეყვანათ ეს პოლონელი ექიმები და ვნახეთ რისთვისაც ჩამოვიდნენ აქ.  რომ სამარცხვინო სპეცოპერაციას ატარებდა ერთ-ერთი ექიმი, რომელსაც წინდით გაქონდა ნიმუში. ბოლოს, ალტერნატიული დასკვნაც ვეღარ ვიხილეთ. როდესაც ელჩები მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან და ევროკავშირის სახელით დემარში გამოაცხადეს, ორ კვირაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს დემარში იყო აბსოლუტური ტყუილი და ფარსი, რადგან სააკაშვილის გადაყვანის საჭიროება არ არსებობდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრს პირდაპირ შანტაჟის ენით ელაპარაკებოდნენ. კი მაგრამ, რომ მოკვდეს და რამე მოუვიდეს. ხდებოდა აპოკალიპტური სურათის დახატვა. რატომ უნდა მოკვდეს, რატომ უნდა დაემართოს რამე, როდესაც ადამიანი თავის თავს თვითონ იზიანებს და ესეთ ბანალურ ჭეშმარიტებებს ვუხსნიდით. ამ ყველაფერს ევროპა არ ისმენდა, რითაც შიგნით არეულობაზე არათუ თვალს ხუჭავდა, არამედ ხელს უწყობდა კიდეც. ამიტომ, ჩვენ ევროპა ძალიან არაევროპულად მოგვექცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში. ამას საერთო ევროპულ ღირებულებებთან არ ქონდა. არ არის  ეს ევროპული ქცევა, როდესაც ქვეყანას ხელს უბიძგებ ისეთი ნაბიჯებისკენ, რომელსაც შეიძლება არეულობა მოყვეს და ეს ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანოს. არ არის ეს ევროპული ქცევა, როდესაც შენ სხვა ქვეყანაში, ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით აფინანსებ რადიკალურ ჯგუფებს და პოლიტიკურ პარტიებს და ერევი პოლიტიკურ პროცესებში. ეს ყველაფერი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია. ასე რომ, აქ ბევრი რამეა გამოსასწორებელი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის, გამჭვირვალობასაც ვგულისხმობ. ხომ ცნობილია, ევროპის დემოკრატიის ფონდი არ ასაჯაროებს თავის ფინანსებს, ფარულად აფინანსებს პარტიებს, რადიკალურ ჯგუფებს. ეს ყველამ იცის, ამაზე თანხმობაც არსებობს გარკვეულწილად,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა "თავისუფალი სივრცეში” სტუმრობისას.